იაკობ მანსვეტაშვილი

 იაკობ მანსვეტაშვილი დაიბადა 1855 წელს. ის იყო ცნობილი, როგორც ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა სოფელ ნორიოში (გარდაბნის რაიონი).
თავდაპირველად სწავლობდა, პეტერბურგში არსებულ უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდგომში 1886-1890 წლებში იყო გაზეთ ივერიის თანამშრომელი. თანამშრომლობდა  ჟურნალ "ჯეჯილსა" და "მოამბეში". 
 

იაკობ მანსვეტაშვილი ასევე წერდა პატარა მოთხრობებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი. ძალზედ საინტერესო და აღსანიშნავია მის მიერ დაწერილი წიგნი: "მოგონებანი," რომელიც დაიწერა 1936 წელს და მასში ასახულია მეოცე საუკუნის 70-90-იან წლებში მომხდარი მნიშვნელოვანი, ისტორიულ-სოციალური და კულტურულ-ლიტერატურული მოვლენები.

 
 ასევე მოხსენიებულია გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და იმ დროს, საქართველოში მიმდინარე მოვლენები.


აღსანიშნავია ისიც რომ იაკობ მანსვეტაშვილი მსახურობდა, ილია ჭავჭავაძის მიერ, 1912 წელს, დაარსებულ ბანკში. იაკობ მანსვეტაშვილი ბაქოში მოღვაწეობისას არაერთ ქართულ საქმეს დასდგომია გვერდით. მანსვეტაშვილი დახმარებას უწევდა გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილს, რომელსაც მისი პირადი ანგარიშიდან ყოველთვიურად 25 მანეთი დაუნიშნა სტიპენდიის სახით. 
ამის გარდა იაკობის თხოვნით ბაქოს ნავთობ მრეწველთა გამგეობისგან , კონსტანტინეს გადაეცა დახმარება, 2000 მანეთის სახით. ბანკში მოღვაწეობისას, იაკობ მკანსვეტაშვილის მოადგილის ადგილს, 1912-1917 წლებში, იკავებდა სიო მანსვეტაშვილი. 1887 წელს იაკობ მანსვეტაშვილს ევალებოდა სოფელი დიდი თონეთის სკოლის შემოწმება. სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იმ დროს იყო ვაჟა ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) 
 
სკოლის შემოწმების შემდეგ მან აღნიშნა: " სასიამოვნო სანახავი იყო ღია, მხიარული, ცოცხალი სახე ყმაწვილებისა, მასწავლებელს თამამად ეპყრობიან, ამასთანავე დისციპლინაც დაცულია, ეტყობა მასწავლებელს შიშით კი არა სიყვარულით მოუნადირებია თავისკენ. ყმაწვილები ფიქრობენ და პასუხსს ისე აძლევენ და არა თუთიყუშებივით დაუზეპირებიათ."
 
იაკობ მანსვეტაშვილი გარდაიცვალა 1939 წელს.

9 комментариев: