

ილია წერდა სატირულ-იუმორისტულ ფელეტონებს, სადაც ამხელდა იმდროინდელი საზოგადოების ცხოვრების ნაკლოვანებებს.ასევე ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობს. მან თარგმნა ბუვიეს, ზოლას, დოდესა და სხვა მწერლების ნაშრომები. ილია ჭავჭავაძე ხონელის ფალეტონებს დიდ ყურადღებას აქცევდა. ილია ბახტაძეს ძალიან უყვარდა რუსიციზმები და ასევე გამოჩენილი რუსი მწერალი შჩედრინი. იგი იყო დიდი სატირიკოსი და ოხუნჯობაც კარგი იცოდა, მაგრამ ყველაფერს რუსული ელფერი ედო, ხოლო ქართველების სულს ეს სიტყვები ვერ სწვდებოდა. ილია რედაქციაში მისულ ხონელს რომ დაინახავდა ჰკითხავდა: -აბა ჩემო სეხნიავ, რა მოგიტანიათ? ბახტაძე ჯიბიდან ფელეტონს ამოიღებდა და კითხვას დაიწყებდა. როგორც კი ილია შეამჩნევდა შჩედრინისებურ ოხუნჯობას, შეაჩერებდა ხონელს და ამ ყველაფერს ისე შემოაბრუნებდა, რომ ბახტაძე, ცენზორიცა და ხალხიც კმაყოფილი რჩებოდა. ილია ერთ-ერთი საუკეთესო იყო ივერიის რედაქციაში. მისი კოლეგები იყვნენ: სოფრომ მგალობლიშვილი, გიგა ყიფშიძე, ილია ჭაჭავაძე და ა.შ. იგი გარდაიცვალა 1900 წლის 23 ივლისს სოხუმში.
კარგია,მომეწონა,გააგრძელე მუშაობა.ატვირთე სურათები.მაია მასწავლებელი
ОтветитьУдалитьმშვენიერია, ყოჩაღ ,მაია მას.
ОтветитьУдалитьmadloba mas,tqveni azri dzalian mnishvnelovania chemtvis<3
ОтветитьУдалитьMaia mas. madloba :))
ОтветитьУдалить[Cqipurishvili]