ჰორაციუსი

 

კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი დაიბადა ძვ.წ 65წლის 8 დეკემბერს აპულის ვენეზიაში რომაელი პოენტი განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ოდებით.                                   ჰორაციუსი ჯერ კიდევ ბავშვი იყო,როცა მამამ ოჯახი რომში საცხოვრებლად გადაიყვანა,რათა მის შვილს საუკეთესო განათლება მიღო.18 წლის ჰორაციუსი იგი ათენში გზავნის ბერძნული ენისა და ფილოსიფიის შესასწავლად.    
                                                                                                                                                                                            
თოვლმა დაფარა, ხედავ, სორაქტა,
ძლივს იკავებენ თოვლის სიმძიმეს
ხეთა რტოები. და მძაფრი ყინვით
შებორკილია მდინარის წყალი.

უხვად შეყარე ბუხარში შეშა,
განდევნე ყინვა და საბინური
სასმისით შესვი დაუზარებლად
ო, ტალიარქე, ოთხი წლის ღვინო.

სხვა დანარჩენი ღმერთებს მიანდე.
ისინი ზღვაზე მოშუღარ ქარებს
კვლავ დააცხრობენ და კვიპაროსებს
აღარ შეარხევს მათი სიცოფე.

ნუ ჩაფიქრდები ხვალეზე. ბედი
რასაც მოგაგებს - ის მიითვალე.
ნუ გაექცევი შენ ტკბილ სიყვარულს,
ნურც ქნარის ხმას და ქურუმით როკვას.

ვიდრე ხარ ჭაბუკ, ვიდრე ჭაღარა
არ გაგრევია - შენია ყველა:
შეღამებისას, დათქმულ დროს, ბნელში
ჩუმი ჩურჩული.

და გაცინება - ქუჩს კუთხეში
შემალულ დიაცს უცებ რომ გასცემს,
და სიყვარულის ნიშნად მოძღვნილი
ოქროს ბეჭედი ან სამაჯური.
ჰორაციუსი
                                                                      

Комментариев нет:

Отправить комментарий