1965 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი
პოეტი და მწერალი გიორგი შატბერაშვილი. ერთი კვირა არ იყო გასული, რაც 14
აპრილს, 55 წელი შეუსრულდა...
გიორგი ივანეს ძე შატბერაშვილი დაიბადა 1910 წლის 14 აპრილს, თბილისში. 1928 წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ ისტორიამ უფრო გაიტაცა და უნივერსიტეტი 1932 წელს ისტორიკოსის დიპლომით დაამთავრა.
ლექსებს სკოლის ასაკიდან წერდა. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1925 წელს გაზეთ „მოწაფის ხმაში". იმავე წელს მისი ლექსები წაუკითხავს დიდ მიხეილ ჯავახიშვილს, ახალგაზრდა პოეტი გულისფანცქალით ელოდა „განაჩენს“. შემდგომში, გიორგი შატბერაშვილმა ეს ამბავი აღწერა მშვენიერ წერილში „ჩემი პირველი მსაჯული” (რომელსაც სხვა დროს გავიხსენებთ აუცილებლად).
გიორგი შატბერაშვილის ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1932 წელს.
მისი პიესით, „დუშმანი", დაინტერესდა დიდი რეჟისორი სანდრო ახმეტელი. 1934 წელს მან ხსენებული პიესა რეჟისორ შალვა აღსაბაძეს დაადგმევინა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. 1933 წელს, პოეტმა, დაწერა ლექსი ''წერილი ახალგაზრდობას", ''დუშმანთან" ერთად გახდა ავტორის დაპატიმრებისა და შემდეგ კი შუა აზიაში, ალმა-ატაში გადასახლების მიზეზი. გაათავისუფლეს 1936 წლის მაისში. ჩამორთმეული ჰქონდა თბილისში ცხოვრებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება.
პოეტი ცხოვრობდა კავთისხევში, თვალადში (შატბერაშვილების უბანში). ქვემოჭალაში, კავთისხევსა და კასპში, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, რუსულ ენას, ისტორიას.
სასჯელის მოხდის შემდეგ, 1944 წელს, მისცეს უფლება თბილისში დაბრუნებისა.
მისი რამდენიმე პიესა დაიდგა
1945-1949 წლებში მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა გიორგი შატბერაშვილის პიესები „ფიქრის გორა“, „რკინის პერანგი“, „ძველი სახლი“, „უცნობი ქალი“. 1949 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების წიგნი „უკვდავი ფესვი“. 1953 წელს მწერალი რეაბილიტირებულ იქნა.
შემდგომში გამოვიდა გიორგი შატბერაშვილის წიგნები: „მოთხრობები“ (1954), ''აიმ მთაზედა", ''სამაია" (1956), წერილებისა და ნარკვევების კრებული ''ნაფიქრი" (1959), ''მკვდრის მზე " (1960), ''ჩემს ძველ სახლში" (1960), პიესები (1963); საბავშვო წიგნები: ''კარგი ბიჭი" (1949 წ.), ''მტკვრის სათავისკენ" (1951), ''სათაფლია" (1958), ''ხილთა ქება" (1961), პოემა ''ზაფხულის ღამის ქრონიკები" (1963), ''ჭაშნიკი" (1964), ''პოეზია, პროზა" (1962). 1970 - 1975 წლებში გამომცემლობა ''საბჭოთა საქართველომ" გამოსცა გიორგი შატბერაშვილის თხზულებათა ოთხტომეული.
გიორგი შატბერაშვილის მოღვაწეობა მრავალმხრივი გახლდათ, იყო ფოლკლორისტი, ენათმეცნიერი. წლების მანძილზე მუშაობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების („დროშა", „ცისკარი“ ) რედაქციებში. გარდაცვალებამდე ჟურნალ ''მნათობის" რედაქციაში პროზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს გახლდათ მწერალთა კავშირის კონსულტანტი, ახალგაზრდა მწერლებთან მომუშავე კომისიის ხელმძღვანელი, პროზაიკოსთა სექციის თავმჯდომარე, არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრად.
როგორც ვთქვით, გიორგი შატბერაშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 20 აპრილს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
გავიხსენოთ გიორგი შატბერაშვილის რამდენიმე ლექსი.
უთქმელი ლექსი
ლექსო, ამოგთქომ, ტიალო,
თორო იქნება ვკვდებოდე!...
ხ ა ლ ხ უ რ ი
ახლა ჩემს პატარას უნდა მივეშველო -
უნდა ავამღერო უჩუმრად ნაწერი,
აქამდე სხვა მყავდა ძნელად გასაზრდელი,
მის აკვანს გადავყევ, ულექსოდ გავძელი...
შენ, ჩემო პატარავ,
ლექსო ნაბოლარავ,
მინდა დავიწყებას, სიკვდილს აგაცილო,
მტვერი გადაგწმინდო,
გაგთალო, დაგწმინდო,
ფეხზე დაგაყენო, ომში გაგაცილო!
შენ, ჩემო პატარავ,
უწვრთნელო მიმინოვ -
აჰა, გეფერები,
გვედრი, მომისმინო...
დიდი გზა მოგელის, ბრძოლები ახალი,
აიღე, აიღე, აიღე ფარ-ხმალი!
აიღე ფარ-ხმალი, ნუ ხარ მტრის გულისად,
ჩაიცვი ჯავშანი სიტყვის ქართულისა!
შენ, ჩემო პატარავ და დიდო ნაღველო,
გაგზრდი, დაგაპურე, მოგირჩენ იარებს,
უსიტყვოდ, უკალმოდ, უჩუმრად ნამღერო,
ნუ დამემდურები, თუ ვერ მოგიარე.
საგულეს ნაჟური ვაჟკაცის ცრემლი ხარ,
შიგ წლობით ნადენი -
ზღვა განრისხებული,
დედა ხარ,
სატრფო ხარ,
მათსვით მარტო ხარ,
მათსავით მარტო ხარ და დავიწყებული.
შენ ჩემო დარდო და შენ ჩემო იმედო,
სისხლო და ცრემლებო, ნაწილო არსების,
ნუ დამემდურები,
თუ ვერ მოვიცალე,
თუ ვერ მოგიარე -
მარცხენით გარწევდი...
უხმოდ დარეკილო,
მაინც ასე ტკბილო -
ბაღო ჩარეგვილო, ვაზო დასეტყვილო,
სიტყვავ დასეტყვილო, მაინც ეშხიანო,
ლურჯი ჯეჯილივით მუდამ გეშრიალოს!
ყვავილო გვიანო,
რტოო იმედისა-
ისევ გაზაფხულდა
ბედმა გიბედისა.
იმდენად მიყვარდი -
თქმა ვერ გაგიბედე,
განა დაგივიწყე,
განა გაგიმეტე?
აჰა, დაგიბრუნდი,
გაგზრდი, გაიმედებ...
ლექსით დავიბადე,
ლექსით დაგიბერდე!
1960 წელი
თბილისი.
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი
მოვა, როგორც იანვარში
თოვლის ფიფქის ცვენა,
როგორც ნუში დაამშვენოს
კვირტის გამოჩენამ...
საიდან და სადაური
ცხრა მთას გადმოლახავს,
მხარს გაგკრავს და გაგაჟრჟოლებს,
სიზმარშიაც გნახავს,
ვერ მოითმენს, თუ არ გიხმო.
თუ არ დაგიძახა!
წამოგაგდებს, ცას გაგაკრავს,
როგორც ცისარტყელას,
შემოსძახებს, ზარს შემოჰკრავს,
ჩამოუვლის ყველას,
ვის სიმღერას მოანატრებს
და ვის სახრჩობელას;
ზოგს - წაქცეულს ააყენებს,
ზოგს - თვითონ სთხოვს შველას...
ის ელდაა, უეცარი,
ზარდამცემი ელდა,
სიყვარულის სიმღერაა
ცეცხლით დაუწველთა,
ვაი იმას, ვინც დაჰკარგა,
ვისაც დაუძველდა!
ის თვალია, ნატვრის თვალი,
გულთა ნატვრიანთა,
ვერ გაიგებ, თუ მოვიდა,
რაღად გატრიალდა?
რად გეტრფოდა, თუ გაგცვლიდა,
რად გადგამდა უღელს?
ვერვინ გეტყვის... გულით დაგაქვს,
ვეღარავის უმხელ,
სამი დღის წინ მოგეჩვენა
და გამქრალა წუხელ...
რა უნდოდა, რად მოვიდა,
რისთვის მოგეჩვენა,
რად მოვიდა როგორც თოვლი,
როგორც ფიფქის ცვენა?
შვიდმაისის დაქუხებამ
და შხაპუნა წვიმამ
დასიცხული დაგინახა -
ნამში ჩაგაწვინა.
გაიღვიძებ, მოიგონებ...
ვეღარ ნახავ სიზმარს,
ვერ გაიგებ რა შეგბოჭა,
ეშხმა დაგწვა ვისმა,
გაიელვებს და გაქრება,
ვერ მიასწრებს ვერსად,
თითქოს ფრთები შემოეკრას
ფანჯარაზე მერცხალს...
ოჰ, ელდაო, სიყვარულის
ზარდამცემო ელდავ,
შენ მარადი სიმღერა ხარ
ეშხით დაუწველთა.
ვაი იმას, ვისაც შენი
ცეცხლი დაუძველდა!
14.IV.1938 წელი
მცხეთის გზაზე
ისევ მაისი, მცხეთის გზა...
გვისწრებენ მატარებლები.
გზის პირას ინაბებიან
ყვავილები და პეპლები.
ნეტავ მათ რაღა აშინებთ,
მათ ერთმანეთის საფერთა,
ნეტავ ვაგონის ფანჯრიდან
თვალი ვინ შემოგვაფეთა?
არა, წავიდეთ, დავეხსნათ
მაგ პეპელას და ყვავილსა,
ეტყობა, მათაც რიდი აქვთ
ცნობისმოყვარე თვალისა.
განა მაგათ კი არ უნდათ,
მინდვრის ყვავილის სადარო,
ბედნიერების ერთი დღე
თვალმოუკრავად ატარონ?!
1955 წელი

Комментариев нет:
Отправить комментарий